“ძალადობა არა, სიტყვიერი კონფლიქტი იყო, მე ავაყირავე მაგიდა” – დავით კოდუას ცოლი შემაკავებელ ორდერს ითხოვს

“წუხელ მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში. ძალადობა არა, სიტყვიერი კონფლიქტი იყო. დავფრინავდით. მე ავაყირავე მაგიდა”, – ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუას მეუღლე, ნათია გედევანიშვილი აცხადებს.

გედევანიშვილის განმარტებით, მისი მიზანი არა მეუღლის დაკავება, არამედ შემაკავებელი ორდერის გამოწერა იყო.

“წუხელ მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში. ძალადობა არა, სიტყვიერი კონფლიქტი იყო. დავფრინავდით. მე ავაყირავე მაგიდა. კონფლიქტი იყო საყვარლის გამო. თვალზე დაზიანებაა, რადგან “კრესლოს” მივარტყი. დათოს დაჭერა სულ არ მინდა. ორდერის გამოწერა მინდოდა. ახლაც შემაკავებელ ორდერს ვითხოვ, შვილების მიმართაც, რადგან ყველაფერი გამოვრიცხოთ. ბევრი კონფლიქტი იყო”, – აღნიშნა კოდუას მეუღლემ.

ცნობისთვის, ბიზნესმენი, დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, კოდუა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები