“მეუღლე ჩვენებას აძლევს, შეცდომა მომივიდა და გამოუშვითო” – დავით კოდუას დედა
“მეუღლე ჩვენებას აძლევს, შეცდომა მომივიდა და გამოუშვითო. ვიეჭვიანეო და შეურაცხყოფა მომაყენაო”, – ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუას დედა, ლაურა ღაჭავა “კურიერთან” აცხადებს.
ლაურა ღაჭავას თქმით, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
“მეუღლე ჩვენებას აძლევს, რომ შეცდომა მომივიდა და გამოუშვითო. ვიეჭვიანეო და შეურაცხყოფა მომაყენაო, ცუდად გამომივიდაო. ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, მოვიდაო, საჭმელს ჭამდნენ და უკამათიათ. პატრულს დაურეკა და ვსო”, – აცხადებს ლაურა ღაჭავა.
ცნობისთვის, ბიზნესმენი, დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, კოდუა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.