საბა ბუაძე: ყველაზე პრინციპულ და საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან უნდა მოხდეს საპასუხო ნაბიჯების გადმოდგმა
”ლელო საქართველოსთვის” წევრი საბა ბუაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი შეთანხმებით დასრულდება.
მისივე თქმით, ყველაზე პრინციპულ და საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან საპასუხო ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრება და დასრულდება შეთანხმებით. ჩვენ დავეთანხმეთ და გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ხელი მოგვეწერა იმ სამი პუნქტისთვის, რომლის შეთანხმებაც მედიატორების მონაწილეობით მოხდა და ახლა ყველაზე პრინციპულ და საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ხელისუფლების მხრიდან საპასუხო ნაბიჯების გადმოდგმა”, – განაცხადა საბა ბუაძემ.