საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა

საფრანგეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 43 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო დაავადებულთა საერთო რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Sante publique France“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული წლის მარტიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსით 5 023 785 ადამიანი დაინფიცირდა.

აღსანიშნავია, რომ 8 აპრილს, ქვეყანაში 85 ათასი ინფიცირებული დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები