მისურის შტატში სროლა მოხდა – დაღუპულია ერთი ადამიანი

არკანზასისა და მისურის შტატის საზღვარზე სადღეღამისო მაღაზიაში სროლა მოხდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაიჭრა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი “KY3” იუწყება.

წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი და სულ მცირე ერთ-ერთი მსხვერპლი ერთმანეთს იცნობდნენ. სამი დაშავებული, დაღუპულის ჩათვლით სხვა შტატიდან იყვნენ. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მაღაზიაში შევიდა და სროლა დაიწყო.

მომხდარიდან 4 საათის შემდეგ პოლიციამ 28 წლის ტაილერი დააკავა, რომელიც აქამდეც იძებნებოდა. დაკავებულის ვინაობა ოფიციალური ბრალდების წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები