“ბერა ივანიშვილის სამხრეთ კორეაში წასვლაზე ჯერ ქვეყანა შეყარეს, შემდეგ საკუთარ სიუჟეტშივე დაადასტურეს, რომ ვაქცინა გაკეთებული არ აქვს, ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა” – შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკა “აურზაურია აურზაურის გამო”.

პაპუაშვილი სამხრეთ კორეაში ბერა ივანიშვილის წასვლასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

“აურზაური არაფრის გამო. უფრო სწორად კი, აურზაური აურზაურისთვის.

უკვე მერამდენედ, ჩვენი საგამოძიებო ჟურნალისტიკა ამ სამწუხარო კლიშეს ამართლებს.

ბერა ივანიშვილის სამხრეთ კორეაში წასვლაზე ჯერ ქვეყანა შეყარეს და შემდეგ საკუთარ სიუჟეტშივე დაადასტურეს, რომ ვაქცინა გაკეთებული არ აქვს, ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, სახელმწიფო რესურსი არ გამოუყენებია, კორეაში გამგზავრებაზე რამდენიმე კვირის წინ განაცხადა.
…და, როგორც მათთვის გასაკვირად აღმოაჩინეს, ბერას ცოლის მშობლები, თურმე, ისევ ჩვეულებრივი კორპუსის ბინაში ცხოვრობენ…

ჰოდა, სიუჟეტი რაზე იყო? სამხრეთ კორეის საელჩოზე?

იმ მეორე სიუჟეტზე აღარაფერს ვიტყვი: რომელი ირაკლი რომელს აჯობებს. მუცლით მეზღაპრეობა, როგორც ჟურნალისტური მეინსტრიმი. ორჯერ”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები