რატი იონათამიშვილი – „ევროპულ საქართველოში“ პარტიული რესურსი ვერ გაიყვეს, ეს გახდა უთანხმოების მიზეზი

„ევროპულ საქართველოში“ მიხეილ სააკაშვილი შეცვალა მიხეილ სააკაშვილმა, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე ცვლილებებს.

„მიუხედავად იმისა, რომ სიტყვით ხანდახან უპირისპირდებიან ხოლმე, საქმით ისინი ყოველთვის ერთად არიან. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს შორის პოლიტიკური უთანხმოება არ არსებობს და ეს არ ყოფილა დაშლის მიზეზი. მე ვფიქრობ, რომ მათ ვერ გაიყვეს პარტიული რესურსი და ამას უკავშირდება უთანხმოება

მოკლედ რომ ვთქვა, “ევროპულ საქართველოში” არაფერი შეცვლილა,  მიხეილ სააკაშვილი ჩაანაცვლა მიხეილ სააკაშვილმა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ევროპულ საქართველოს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ გიგა ბოკერია, გენერალურ მდივნად კი აკაკი ბობოხიძე აირჩიეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარტია უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ – დავით ბაქრაძემ, გენერალურმა მდივანმა – გიგი უგულავამ და ყოფილმა დეპუტატებმა დატოვეს. რამდენიმე თვის წინ კი პარტია კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები