გია ვოლსკი – “ვიმედოვნებ, მომავალი კვირა იქნება ის პერიოდი ჩვენი ისტორიის, როდესაც საერთო ნიშნულამდე მისვლას შევძლებთ”

იმედი მაქვს, რომ მომავალი კვირა კუბილიუსის მოწოდების გარეშეც იქნება ის პერიოდი ჩვენი ისტორიის, როდესაც საერთაშორისო საერთო ნიშნულამდე მისვლას შევძლებთ, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკების საკითხებზე უმრავლესობას საზოგადოების ინტერესების შესაბამისი პოზიცია აქვს.

„ხუთი თუ ექვსი საკითხია, ყველასთან დაკავშირებით გვაქვს აწონილ-დაწონილი, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე პოზიცია. ეს არის იმ სტანდარტის შესაბამისი, რასაც ჩვენგან პარტნიორები ითხოვენ და რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესებს უკავშირდება.

იმედი მაქვს, რომ მომავალი კვირა კუბილიუსის მოწოდების გარეშეც იქნება ის პერიოდი ჩვენი ისტორიის, როდესაც საერთაშორისო საერთო ნიშნულამდე მისვლას შევძლებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები