მარტის შუა რიცხვებში, ბერა ოჯახთან ერთად გაემგზავრა კორეის რესპუბლიკაში წარმოდგენებისა და მუსიკალური საქმიანობისთვის – კორეის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

ბერას და მისი ოჯახის წევრებს მინიჭებული აქვთ, კოვიდ-19 პანდემიიდან გამომდინარე, კორეის რესპუბლიკის მთავრობის მიერ ქვეყანაში შესვლის შესახებ დაწესებული პროცედურების გავლის შედეგად კანონით გათვალისწინებული ვიზა, – ამის შესახებ „ქრონიკას“ მიერ მოპოვებულ კორეის რესპუბლიკის საელჩოს ნოტაშია აღნიშნული, რომელიც დიპლომატიურმა უწყებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა.

მოტაში ასევე ნათქვამია, რომ ბერას არ ჰქონია მინიჭებული არც ტურისტული, არც ვაქცინაციის დასრულების საფუძველზე გაცემული ვიზა

„კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში აქვს პატივი დაამყაროს კომუნიკაცია ბერა ივანიშვილის ოჯახის კორეის რესპუბლიკაში შესვლასთან დაკავშირებით. მარტის შუა რიცხვებში, ბერა ოჯახთან ერთად გაემგზავრა კორეის რესპუბლიკაში წარმოდგენებისა და მუსიკალური საქმიანობისთვის.
ბერას და მისი ოჯახის წევრებს მინიჭებული აქვთ, კოვიდ-19 პანდემიიდან გამომდინარე, კორეის რესპუბლიკის მთავრობის მიერ ქვეყანაში შესვლის შესახებ დაწესებული პროცედურების გავლის შედეგად კანონით გათვალისწინებული ვიზა.
ზემოაღნიშნულთან ერთად, საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს სურს კიდევ ერთხელ გაიმეოროს, რომ ბერას არ ჰქონია მინიჭებული არც ტურისტული, არც ვაქცინაციის დასრულების საფუძველზე გაცემული ვიზა.
კორეის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, კორეაში მოგზაურობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს კოვიდ-19-ის ნეგატიური PCR ტესტი, რომელიც გაცემულია გამგზავრებამდე 72 საათით ადრე და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად. ამ დროისთვის კორეის რესპუბლიკის მთავრობას არ შეუცვლია ტესტირებასა და კარანტინის გასვლასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვაქცინაცია გავლილ მოგზაურებთან დაკავშირებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს ნებისმიერ დროს“, – აღნიშნულია კორეის რესპუბლიკის საელჩოს ნოტაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები