მიანმარში საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციის განყოფილებას უტევენ – დაღუპულია 10 პოლიციელი

მიანმარში, სადაც თებერვლის დასაწყისში სამხედრო გადატრიალება მოხდა, ეთნიკური შეიარაღებული ძალების ალიანსი პოლიციის განყოფილებას დაესხა თავს. შედეგად დაღუპულია სულ მცირე 10 პოლიციელი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, პოლიციის განყოფილებას ქალაქ ნაუნგმონში, შანის შტატში, დღეს დილით თავს დაესხა სამხედრო ალიანსი, სადაც გაერთიანებულია: არაკანის არმია, ტაანგის ნაციონალურ-განმათავისუფლებელი არმია და მიანმეს ნაციონალურ დემოკრანტიული ალიანსის არმია.

სხვადასხვა ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 10-დან 14-მდე პოლიციელი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1 თებერვლიდან სამხედრო გადატრიალების შედეგად სულ მცირე 600 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები