ავღანეთში, 14 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობისა და მკვლელობის ბრალდებით, ISIS-ის დანაყოფის მეთაური დააკავეს

ავღანეთის სპეცსამსახურებმა, ქაბულში, „ისლამური სახელმწიფოს“ დანაყოფის მეთაური – გულამ ნასერი დააკავეს. ამის შესახებ ავღანეთის ვიცეპრეზიდენტი ამრულა სალეხიმ განაცხადა.

„დაკავებულია გულამ ნასერი, გულამ სახიშ შვილი, ცნობილი როგორც ალ-ხარასანი, ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი და დაჯგუფება „ისლამური სახელიმწიფოს“ ლიდერი ქაბულში“,- განაცხადა ვიცეპრეზიდენტმა.

არსებული ინფორმაციით, ნასარმა ქაბულიდან 14 წლის ბიჭი გაიტაცა, მასზე სექსუალურად და ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი მოკლა და ადგილიდან მიიმალა.

ამასთან, როგორც ცნობილია, ნასერი ავღანეთში ორგანიზებულ ტერორისტულ თავდასხმებს კურირებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები