გერმანიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 2 980 413-ს მიაღწია

Emergency Medical Technicians move a patient while wearing personal protective equipment outside of Elmhurst Hospital during the ongoing outbreak of the coronavirus disease (COVID-19) in the Queens borough of New York, U.S., April 20, 2020. REUTERS/Lucas Jackson

გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით 24 097 ადამიანი დაინფიცირდა, საერთო ჯამში ქვეყანაში 2 980 413 ინფიცირებული ფიქსირდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

მათი ცნობით, გერმანიაში ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 78 249-ს მიაღწია.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იანეს შპანის ვარაუდით, ვაქცინირებულმა მოქალაქეებმა დაწესებული შეზღუდვების უგულებელყოფა დაიწყეს, რამაც ქვეყანაში ინფიცირების მატება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები