ზურაბ ქადაგიძე ტვ პირველზე – მორიგი ლუსტრაციაა უსინდისობის და ტყუილების, როდესაც ბერა იმედის სტუმარი იყო, თავად თქვა რომ სამხრეთ კორეაში აპირებდა წასვლას კარიერული მიზნებისთვის

მორიგი ლუსტრაციაა უსინდისობის და ტყუილების, როდესაც ბერა იმედის სტუმარი იყო, თავად თქვა რომ სამხრეთ კორეაში აპირებდა წასვლას კარიერული მიზნებისთვის, – ამის შესახებ ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

პოსტით ექპერტი ტელეკომპანიის მიერ ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

“ტვ პირველის და ნოდარ მელაძის უტიფრობას საზღვარი არ აქვს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ბერა იმედის სტუმარი იყო, თავად თქვა რომ სამხრეთ კორეაში აპირებდა წასვლას კარიერული მიზნებისთვის, ხოლო მელაძე ახლა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს ბერა ოჯახთან ერთად საქართველოდან წავიდა და ამაში შეთქმულების თეორიებს ხლართავენ. მორიგი ლუსტრაციაა უსინდისობის და ტყუილბის, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია. რაც უფრო ბევრ, მსგავს სისულელეს იტყვის ეს არხი, მით უფრო ნაკლებ ადამიანს დააინტერესებს მათი ზღაპრები. ბერას კი წარმატებას ვუსურვებ”, – წერს ქადაგიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები