გლოვის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში დროშები დაეშვა

საქართველოს  პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის  განკარგულებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე   მცხოვრები,  ტრაგიკულად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად,  10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით,  ისევე როგორც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და  ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები 11 აპრილის 00:00 საათამდე იქნება დაშვებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები