ხანძარი ინდოეთის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში – დაღუპულია 4 პაციენტი

ინდოეთის ქალაქ ნაგპურში, საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულები იმყოფებოდნენ, ხანძარი გაჩნდა, შედეგად დაიღუპა 4 პაციენტი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Hindustan Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხანძარი გვიან ღამით საავადმყოფოს პირველ სართულზე გაჩნდა და მეორე სართულზე, რეანიმაციულ განყოფილებაში გავრცელდა. ხანძრის დროს რეანიმაციაში 10 ადამიანი გადიოდა მკურნალობას.

საავადმყოფოს თანამშრომლებმა 6 მძიმე პაციენტის გადარჩენა მოახერხეს, 4 პაციენტი კი დაიღუპა.
საერთო ჯამში საავადმყოფოდან 27 ადამიანის გამოიყვანეს, რომლებიც შემდგომ ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს.

გაზეთის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია. მეხანძრე-მაშველების ვარაუდით, ცეცხლი შესაძლოა მოკლე ჩართვას გამოეწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები