პანდემიის გამო, პრინცის სამგლოვიარო პროტოკოლში ცვლილება შეიტანეს

ელისაბედ II-ის მეუღლის, პრინც ფილიპის დაკრძალვა არ იქნება სახელმწიფო, საზოგადოებას კი სთხოვენ, არ მიიღოს მონაწილეობა დაკრძალვის ღონისძიებაში.

ამის შესახებ BBC ბრიტანეთის ჰერალდიკის პალატაზე დაყრდნობით იტყობინება.

პანდემიის გამო, პრინცი ფილიპის საჯარო პანაშვიდი არ მოეწყობა, დაკრძალვამდე მას ბუკინგემის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში დაასვენებენ.

”ეს შეესაბამება წესებს, ისევე როგორც მისი უდიდებულესობის სურვილს”, – აღნიშნეს ჰერალდიკის პალატაში.

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სამეფო ოჯახის თხოვნას, რომ სამეფო რეზიდენციასთან არ შეიკრიბოს ხალხი – სადაც, ტრადიციულად, ყვავილებს ტოვებენ.

ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

წლის დასაწყისში ის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მან, დაახლოებით, ერთი თვე გაატარა. მოგვიანებით, ის წმინდა ბართოლომეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაგრძელდა ინფექციისგან მკურნალობა და გულის ოპერაცია ჩაუტარდა. მარტის შუა რიცხვებში პრინცი ფილიპი საავადმყოფოდან გაწერეს და ის უინძორის სასახლეში დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები