საფრანგეთში 55 წელს ქვემოთ პირების მეორე დოზით აცრისთვის AstraZeneca-ს სხვა ვაქცინით შეცვლიან – ჯანმო ამის რეკომენდაციას არ იძლევა

საფრანგეთში 55 წელს ქვევით პირები, რომლებმაც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა მიიღეს, მეორე დოზად Pfizer-ის ან Moderna-ს პრეპარატს მიიღებენ.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის უზენაეს საბჭოში განაცხადეს.

ფრანგი სპეციალისტების აზრით, სხვადასხვა ვაქცინის კომბინირება არათუ სახიფათოა, არამედ – ბევრად ეფექტურიცაა. მათი აზრით, ეს დიდ იმუნურ რეაქციას იძლევა, ვიდრე – ერთი და იმავე პრეპარატის გამოყენების დროს.

უწყების შეფასებით, საუბარია 533 ათას პაციენტზე, რომელთა უმრავლესობა მედიცინის მუშაკია.

აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გამოეხმაურნენ და, როგორც აღნიშნეს, გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მონაცემი ორი სხვადასხვა ვაქცინით ადამინების აცრის შესახებ, ჯანმო პრეპარატების არევის რეკომენდაციას არ იძლევა.

ამის შესახებ პრეკვალიფიკაციისა და რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, როჟერიუ პინტუ დე სა გასპარმა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები