ათენში, საკუთარ სახლთან ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი მოკლეს

ათენში, საკუთარ სახლთან ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი, გეორგე კარაივაზი მოკლეს.

Prothotema-ს ინფორმაციით, ჟურნალისტს თავს მოტოციკლზე მჯდომი ორი შეიარაღებული პირი დაესხა.

გეორგე კარაივაზი ტელეკომპანია STAR TV-ში მუშაობდა და კრიმინალურ საკითხებზე პოლიციის შესახებ რეპორტაჟებს ამზადებდა.

​პოლიციის ინფორმაციით, ჟურნალისტს, სულ მცირე, 6 ტყვია ესროლეს. თვითმხილველების თქმით, მკვლელებს სახე ნიღბებით არ დაუმალავთ.

დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები