ჩრდილოეთ კორეაში ჩინოვნიკი ნელი მუშაობისთვის სიკვდილით დასაჯეს

ჩრდილოეთ კორეაში ჩინოვნიკი “განათლების სფეროში ანტიპარტიული და ანტირევოლუციური საქმიანობისთვის” სიკვდილით დასაჯეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Daily NK-ი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ჩინოვნიკი, გვარად პაკი სპეციალურილ კომისიას ხელმძღვანელობდა, რომლის უფლებამოსილება იყო დისტანციური სწავლების უზრუნველყოფა.

თუმცა, საჭირო რესურსების არარსებობის გამო, საქმე წინ არ დაძრულა. პაკს ასეთი ვითარება არ მოსწონდა, რაზეც ის, რეგულარულად, კომისიის სხვა წევრებთან საუბრობდა.

ერთ-ერთი მათგანის თქმით, კიმ ირ სენის უნივერსიტეტის თავმჯდომარემ, რი გუკ კხოლმა პაკი დააბეზღა.

ჩინოვნიკი მარტში “განათლების სფეროში ანტიპარტიული და ანტირევოლუციური საქმიანობისთვის” სიკვდილით დასაჯეს.

კომისიაში შემავალი კიდევ 20 პროფესორი ახლა “იდეოლოგიურ შემოწმებას” გადის. სტრუქტურა რეორგანიზებულია: ახლა მასში 180 წევრი და სამი ქვეკომიტეტია.

​ახალი კომისიის თავმჯდომარე რი გუკ კხოლი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები