ანრი ოხანაშვილი – სერგი კაპანაძეზე: გამორიცხული არაა, ეს პირები ამ უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო ოკუპანტმა ქვეყანამ მათ სასარგებლოდ გამოკითხვაზე ჰააგაში დაიბაროს
“გამორიცხული არ არის, ეს პირები ამ უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო ოკუპანტმა ქვეყანამ მათ სასარგებლოდ გამოკითხვაზე ჰააგაში დაიბაროს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები არასახელმწიფოებრივია.
„საინტერესოა, გენერლებს, რომლებიც ახლა პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში” არიან, რა აზრი აქვთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე. გამორიცხული არ არის, ეს პირები ამ უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო ოკუპანტმა ქვეყანამ მათ სასარგებლოდ გამოკითხვაზე ჰააგაში დაიბაროს. უნდა ხვდებოდნენ, რომ ასეთ უპასუხისმგებლო, არასახელმწიფოებრივ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ჰააგაშიც და ყველა საერთაშორისო დონეზე დავიცავთ, თუმცა ის, რასაც ესენი შეგნებულად თუ შეუგნებლად ცდილობენ, არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.