სლოვაკეთმა “სპუტნიკV”-ს გამოყენებაზე უარი თქვა – მოსკოვმა ვაქცინა უკან გაითხოვა

სლოვაკეთის წამლების სახელმწიფო მარეგულირებელმა ქვეყანაში არსებული, რუსული ვაქცინის – “სპუტნიკV”-ს პარტია შეისწავლა და დაასკვნა, რომ ის არ არის იდენტური იმ პრეპარატისა, რომელმაც დადებითი შეფასება მიიღო სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში.

შესაბამისად, ქვეყნის მარეგულირებელმა არ გასცა რეკომენდაცია მოსახლეობაზე მისი გამოყენების, რადგან ამისთვის საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნია.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ სლოვაკეთის მარეგულირებლის განცხადება “ფეიკია”, რადგან არსებობს მხოლოდ ერთი პრეპარატი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას გადაეცემა. ასევე, ფონდმა სლოვაკეთის მთავრობა კონტრაქტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და პრეპარატის უკან დაბრუნება მოითხოვა.

კრემლში კი თქვეს, რომ სლოვაკეთში “სპუტნიკთან” დაკაშირებული ვითარება ევროკავშირში ამ ვაქცინის მიმართ ნდობას არ ასუსტებს. როგორც პესკოვმა თქვა, რუსული ვაქცინა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთში რუსული ვაქცინის შესყიდვამ პოლიტიკური კრიზისი და პრემიერ იგორ მატოვიჩის თანამდებობიდან წასვლა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები