მედია: ზელენსკი ხვალ სტამბოლში ერდოღანს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ, 10 აპრილს თურქეთში ჩავა და ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებას გამართავს.

ამის შესახებ რუსულ მედიას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყარომ განუცხადა.

აღინიშნება, რომ სტამბოლში დაგეგმილია ორი ქვეყნის ლიდერის პრესკონფერენციაც. წყაროს თქმით, ზელენსკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

დღეს, უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა განაცხადა, რომ ზელენსკი მომდევნო კვირის ბოლოს პარიზში ჩავა, სადაც უკრაინის საზღვართან მიმდინარე მოვლენებს ქვეყნის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან განიხილავს.

მანამდე, მოსალოდნელია, რომ უქმეებზე სამმხრივი საუბარი შედგეს ვლადიმერ ზელენსკის, ემანუელ მაკრონისა და ანგელა მერკელს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები