რუსული სამხედრო ძალის ზრდის ფონზე, ზელენსკი მომდევნო კვირას პარიზში მაკრონს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შემდეგი კვირის ბოლოს პარიზს ეწვევა, სადაც პირისპირ ფორმატში ქვეყნის პრეზიდენტს – ემანუელ მაკრონს შეხვდება.

ამის შესახებ უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა, ეტიენ დე პონსენმა განაცხადა.​

მისი ინფორმაციით, შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო პოტენციალის ზრდა,  უკრაინის რეფორმების სტატუსი, კერძოდ, დამოუკიდებელი და სანდო სასამართლო ხელისუფლების შექმნა.

დე პონსენის თქმით, საფრანგეთი რუსეთის ნაბიჯების გამო შეშფოთებულია. დიპლომატმა საზღვართან რუსული პოტენციალის ზრდას უწოდა “ძალიან განსხვავებული იმაზე, რაც წინა წლებში გვინახავს”.

უკრაინული გამოცემა – ZN.UA წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარე კვირას მოსალოდნელია სამმხრივ ფორმატში ვოლოდიმირ ზელენსკის, ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის საუბარი.

წყაროს თქმით, ეს საუბარი უნდა შემდგარიყო მერკელის, მაკრონისა და პუტინის ვიდეოკონფერენციის შემდეგ, თუმცა, ვერ შედგა, რადგან ლიდერების განრიგი ვერ დაემთხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები