მოსკოვი კიევს ღიად აშანტაჟებს და ემუქრება – “თუ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდა, მის სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეექმნება”

“ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში მასშტაბურ ესკალაციას, ასევე, უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის შეუქცევად შედეგებს გამოიწვევს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.

“ყურადღება მივაქციეთ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც გუშინ დონბასში იმყოფებოდა, რომ თითქოს ნატო-ში გაწევრიანება რეგიონში კონფლიქტს დაასრულებს. ალიანსში ჰიპოტეტიკური წევრობაც კი, კიევის მოლოდინების მიუხედავად, უკრაინას მშვიდობას ვერ მოუტანს, პირიქით, სამხრეთ-აღმოსავლეთში ვითარების მასშტაბურ ესკალაციას მოიტანს და შესაძლოა, უკრაინული სახელმწიფოებრიობისთვის შეუქცევადი შედეგების მომტანიც იყოს”, – თქვა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები