თურქეთში, უმძიმესი ეპიდვითარების გამო, შეზღუდვების გამკაცრება განიხილება

თურქეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითიდღე უარესდება. ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 54 740 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

თურქი ექსპერტები ამბობენ, რომ საჭიროა უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება, მათი ნაწილი კი რამადანის განმავლობაში ქვეყნის მთლიან ჩაკეტვაზეც საუბრობს.

​ამის შესახებ Hurriyet Daily News-ი წერს.

როგორც სტამბოლის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დეკანი, თუფაქ თუქექი ამბობს, ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, უქმეებზე ,,ლოქდაუნის,, გამოცხადება ხანძრის ჩაქრობისთვის საკმარისი ვერ იქნება.

კიდევ ერთი ექსპერტის, ოსმან მუვთუოღლუს აზრით კი, უახლოესი დღეები ყველაზე რთული იქნება, რადგან ვირუსის გავრცელება დაჩქარდა, ინფექცია კი ძალიან სწრაფად ვითარდება ოჯახის წევრებში.

რამადანი 13 აპრილს დაიწყება და 12 მაისამდე გაგრძელდება

29 მარტს ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა საკარანტინო ზომები გაამკაცრა, კერძოდ, მაღალი რისკის რეგიონებში უქმე დღეებში 24-საათიანი ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა და ყოველდღიური 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რამადანის დღესასწაულზე, რომელიც 13 აპრილს დაიწყება, უქმე დღეებზე 24-საათიანი ე.წ. კომენდანტის საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ძალაში.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, 14 იანვარიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 17, 97 მილიონი დოზაა შეყვანილი; 10,55 მილიონმა ადამიანმა პირველი დოზა მიიღო; 7,41 მილიონმა კი – ორივე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები