მერკელმა პუტინს უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალის გაძლიერების შეჩერებისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

გერმანიის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მერკელმა რუს კოლეგას უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალის ზრდის შეჩერება მოსთხოვა.

“კერძოდ, საუბარი მიდიოდა უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიის მახლობლად სამხედრო ძალის ზრდაზე და იმაზე, რომ სამხედრო ძალის ზრდა შეჩერდეს ესკალაციის განმუხტვისთვის”, – განაცხადა კანცლერმა.

კრემლში კი განაცხადეს, რომ სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა კიევი პროვოკაციასა და დონბასში შეხების წერტილში ვითარების მიზანმიმართულ დაძაბვაში დაადანაშაულა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ დონბასში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები