იტალიაში, მასშტაბური ოპერაციის შედეგად, მაფიის 70 წევრი დააკავეს
იტალიაში, ორგანიზებულ დანაშაულთან მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, 70 პირი დააკავეს.
ინფორმაციას კარაბინიერებისა და ფინანსური გვარდიის პრესსამსახურები ავრცელებენ.
ტელეარხ TGCom-24-ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ჩატარდა რომში, ნეაპოლში, კატაძაროსა და რეჯო-დი-კალაბრიას პროვინციებში.
დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან “ფულის გათეთრებაში”, ასევე, ნავთობპროდუქტების გაყიდვიდან გადასახედებისგან თავის არიდებაში.
ძალოვანებმა ყადაღა დაადეს ასევე მათ კომპანიებსა და 1 მილიარდი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას.
დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან “ნგრანგეტა”-ს წევრობაში, რომელიც იტალიასა და ევროპაში ყველაზე გავლენიანი ჩრდილოვანი ორგანიზაციაა.