ლავროვი: აშშ არასანდო პარტნიორია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ და მათი მოკავშირეები არასანდო პარტნიორები არიან.

ამის შესახებ მან ყაზახელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ქვეყნების სიცოცხლისუნარიანობისთვის საკვანძო სფეროებში მათ განწყობებს ვერ დავეყრდნობით”, – თქვა მან.

ამასთანავე, დიპლომატის თქმით, ვაშინგტონის მზაობა პროგნოზირებადი ურთიერთობის აწყობის ნაწილში არადამაჯერებელია.

“გვესმის, აი, ახლა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რაღაც განცხადებები აკეთა, მათ თქვა – რომ სანქციები იქნება, თუმცა, აშშ დაინტერესებულია პროგნოზირებადი და სტაბილური ურთიერთობით. ეს განცხადებები არადამაჯერებელია, კონკრეტულ საქმეებს დაველოდებით”, – თქვა ლავროვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები