გერმანია “სპუტნიკV”-ს მიწოდებასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებას გამართავს

გერმანია რუსეთთან “სპუტნიკV”-ს მიწოდების საკითხზე მოლაპარაკებას გამართავს, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა.

​ამასთან, მისი თქმით, პრეპარატი გამოყენებისთვის ევროპის წამლების სააგენტოს მიერ უნდა იყოს ნებადართული, რისთვისაც მოსკოვმა ევროკავშირის ვაქცინასთან დაკავშირებით მონაცემი უნდა მიაწოდოს.

მინისტრის თქმით, რუსული ვაქცინა 2-5 თვის განმავლობაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რადგან ამ ხნის გასვლის შემდეგ ქვეყანა ისედაც შეძლებს საჭირო დოზების უზრუნველყოფას. შპანის თქმით, მარეგულირებლის ნებართვის შემდეგ, ბერლინი მოსკოვისგან მიწოდების თარიღისა და მოცულობის დაზუსტებას ელოდება.

ამჟამად, ევროპის მარეგულირებლები რუსულ ვაქცინას უსაფრთხოებაზე ამოწმებს იმავე მეთოდიკის გამოყენებით, რომლითაც Pfizer-ის, Moderna-ს, AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის შემთხვევაში ხელმძღვანლობდა.

თუმცა, ნებართვის გაცემამდე ბავარიის მთავრობამ 2,5 მილიონი დოზის რუსული ვაქცინის შესყიდვის განაცხადი გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები