რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, ზელენსკი დონბასში ჩავიდა

რუსეთთან ბოლოდროინდელი ვითარების დაძაბულობის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონბასში ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მეთაური იმ ადგილებს ეწვევა, სადაც ბოლო დროს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მუდმივად ირღვევა.

აღინიშნება, რომ ზელენსკი დონბასში, როგორც მთავარსარდალი, ჩადის, რათა გაესაუბროს სამხედროებს.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება 26 მარტს დაიძაბა, როდესაც შუმოვოსთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მისამართით ცეცხლი იქნა გახსნილი, რასაც 4 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი დაიჭრა.

6 აპრილს ფრონტის ხაზზე კიდევ ორი სამხედრო დაიღუპა; 7 აპრილს კიდევ ერთი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები