ლავროვი: მოსკოვი ვაშინგტონის ნებისმიერ არამეგობრულ ქმედებას უპასუხებს

“მოსკოვი ვაშინგტონის ნებისმიერ არამეგობრულ ქმედებას უპასუხებს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, რითაც ის “ბლუმბერგ”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თეთრი სახლი მზად არის, რუსეთის არამეგობრულ ქმედებას უპასუხოს და, სავარაუდოდ, რუს დიპლომატებს გააძევებს.

ასევე, მოსალოდნელ საპასუხო ქმედებებს შორის განიხილება სანქციების დაწესება.

“ამის კომენტირება რთულია. ცხადია, რომ პასუხს ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯს გავცემთ. ჯერჯერობით, კონკრეტული გადაწყვეტილება არ მინახავს, არაფერი უთქვამთ. წავიკითხე, რომ ადმინისტრაციამ დაასრულა მიმოხილვა. რაღაც ძალიან სწრაფად დაასრულეს”, – თქვა ლავროვმა.

დიპლომატმა ასევე თქვა, რომ აშშ არასანდო პარტნიორია, რომელსაც ვერ დაეყრდნობი.

ლავროვმა მოსკოვის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკას “სულელური” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები