სომხეთმა რუსული ვაქცინის პირველი პარტია მიიღო

სომხეთმა რუსული ვაქცინის ‘ “სპუტნიკV”-ს 15 ათასი დოზა მიიღო.

როგორც ერევანში რუსეთის საელჩოს მრჩეველმა, პაველ კუროჩკინმა თქვა, პრეპარატი განკუთვნილია რისკ ჯგუფში მყოფი პირებისთვის

დიპლომატის თქმით, აღნიშნული ნაბიჯი იმ ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის გაგრძელებაა, რომელსაც რუსეთი სომხეთს პანდემიასთან ბრძოლაში უწევს.

გუშინ სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე თქვა, რომ რესპუბლიკა რუსული ვაქცინის მილიონამდე დოზის შეძენას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები