პუტინი: რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა სომხეთს განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს მისცემს

მოსკოვში რუსეთის პრზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და სომხეთის პრეზიდენტის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც პუტინმა შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენა სომხეთს განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

“გვაქვს სალაპარაკო თემები, მათ შორის, ორმხრივი ურთიერთობების აშენების მხრივ. ცხადია, ყველაზე აქტუალური, ყველაზე მწვავე საკითხებია მთიანი ყარაბაღისა და მის გარშემო ვითარების ნორმალიზება”, – თქვა მან.

მისი თქმით, არ ღირს საუბარი იმაზე, თუ რამდენად ღრმაა ორი ქვეყნის ურთიერთობა, რომლებიც სტრატეგიულ ხასიათს ატარებენ.

“მაგრამ მაინც ვთვლი საჭიროდ, აღვნიშნო, რომ სომხეთის ეკონომიკაში ჩადებული კაპიტალის 40% რუსული წარმოშობის არის. სოლიდური ტვირთბრუნვა გვაქვს. თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, გასულ წელს ვარდნა გვქონდა”, – განმარტა პუტინმა.

ასევე, მან ხაზი გაუსვა, რომ პოსტკონფლიქტური აღდგენის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენა, “რომ სომხეთმა განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობა მიიღოს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები