ნიკოლოზ სამხარაძემ უკრაინელ კოლეგასთან ონლაინშეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ უკრაინელ კოლეგასთან, ოლექსანდრ მერეჟკოსთან ონლაინშეხვედრა გამართა, სადაც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, მის აღმოსავლეთ საზღვრებთან, რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაციასა და მათ მიერ საომარი მოქმედებების შესაძლო განახლებაზე ისაუბრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„საუბრის მთავარი თემა იყო უკრაინაში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, ის რიტორიკა, რომელსაც ბოლო დროს ვისმენთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, შეიარაღებული ძალების მობილიზაცია როგორც უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან, ასევე, ყირიმში და შესაძლო საომარი მოქმედებების განახლება. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინის სახელმწიფოს და შევთანხმდით, რომ ერთობლივ ნაბიჯებს გადავდგამთ საერთაშორისო ფორუმებზე, რათა ეს აგრესია თავიდან იყოს აცილებული. ასევე, მზადყოფნა გამოვთქვით, რომ ჩვენი მხრიდან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდეს”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები