რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი ღარიბაშვილს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.
ოფიციალურ წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს, პრეზიდენტი ერდოღანი ადასტურებს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში მხარდაჭერისთვის.
„პატივცემულო პრემიერმინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ თქვენი ტესტი კოვიდ-19-ზე დადებითი აღმოჩნდა. გისურვებთ სწრაფად განკურნებასა და ძალიან მალე სრულად გამოჯანმრთელებას. მსურს, იცოდეთ, რომ თქვენთან ერთად ვართ მკურნალობის პერიოდში და, საჭიროების შემთხვევაში, არ დავიშურებთ ძალისხმევას თქვენ გამოსაჯანმრთელებლად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობა და აღმავლობა“, – აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.