შალვა პაპუაშვილი: “ნაცმოძრაობის” მთელი საგარეო პოლიტიკა, სინამდვილეში, მხოლოდ ლობიზმში დახარჯული ფულით პირადი და პარტიული მეგობრების შეძენა იყო

“გარედანაც კარგად ჩანდა, მაგრამ პოლიტიკის შუაგულიდან კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მთელი საგარეო პოლიტიკა, სინამდვილეში, მხოლოდ ლობიზმში დახარჯული ფულით პირადი და პარტიული მეგობრების შეძენა იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“გუშინ, მგონი, კასეტურ ბომბებზე შეიცხადეს, თითქოს, ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფის პირველი შემთხვევა ყოფილიყოს. ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევასაც რომ აბრალებდნენ საკუთარ ქვეყანას, ამაზეც ექნებათ, ალბათ, რამე, სამშობლოს უკიდეგანო სიყვარულზე დაფუძნებული ახსნა.

2009 წლის რეზოლუცია, რომელსაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ,, ხელი მოაწერა:

“…მიიჩნია, რომ ომის მიმდინარეობისას და უშუალოდ მის შემდგომ ორივე სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები ისევე, როგორც – ევროპის საბჭოს წესდება და ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებანი.”

ასე “მიიჩნია” ნაციონალურმა მოძრაობამ და ამათ უნდოდათ სტრასბურგისა და ჰააგის მოგება?

გარედანაც კარგად ჩანდა, მაგრამ პოლიტიკის შუაგულიდან კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა, რომ მთელი მათი საგარეო პოლიტიკა (ასე რომ მოჰქონდათ თავი), სინამდვილეში, მხოლოდ ლობიზმში დახარჯული ფულით პირადი და პარტიული მეგობრების შეძენა იყო. საქართველო იქ მხოლოდ მიზეზი იყო და არა – მიზანი”, – წერს პაპუაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები