გიორგი ვოლსკი: მნიშვნელობა არ აქვს, პრემიერია, პრეზიდენტია, პარლამენტის წევრია თუ მოქალაქეა, თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს და დაკავშირება ამის, რომ ქვეყანა ჩაიკეტება, არასწორია

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კორონავირუსით ინფიცირებას ეხმაურება და ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა სახელებს, ყველა, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს.

“სახელებს აქ მნიშვნელობა არ აქვს, პრემიერმინისტრია, პრეზიდენტია, პარლამენტის წევრია თუ მოქალაქეა, რასაკვირველია, თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს და დაკავშირება ამის, რომ ქვეყანა ჩაიკეტება და მოხდება ე.წ. ლოქდაუნი, არასწორია – იმიტომ, რომ აქ სტატისტიკასა და ფორმულაზეა ლაპარაკი, რომელიც ვთქვათ, საფრანგეთს აიძულებს, რომ გაცილებით უფრო მკაცრი ,,ლოქდაუნი,, მიიღოს და ევროპის ბევრ ქვეყნებში არის დამოკიდებული იმ სტატისტიკაზე, რაც, სამწუხაროდ, შეიძლება, რეალობად იქცეს”, – ამბობს ვოლსკი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები