გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ყურადღება ასევე გაამახვილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, რეგიონში არსებულ კონფლიქტებსა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე.