უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის მობილიზების ფონზე, ბაიდენი ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს სატელეფონო საუბარს გამართავენ, – იტყობინება Politico.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერი დონბასში შექმნილ ვითარებას განიხილავს.

აღინიშნება, რომ საუბარი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსული ჯარის ზრდის ინფორმაციის ფონზე გაიმართება, რაც აშშ-სა და უკრაინაში შეშფოთებას იწვევს.

მიმდინარე კვირას სატელეფონო საუბრები უკრაინელ კოლეგებთან გამართეს სახელმწიფო მდივანმა – ენტონი ბლინკენმა, პენტაგონის ხელმძღვანელმა – ლოიდ ოსტინმა, აშშ-ის სამხედრო ძალების გაერთიანებული შტატების ხელმძღვანელმა – მარკ მილიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები