ბრიტანეთის საელჩო – მოლაპარაკების ჩავარდნაზე: ეს არის დაკარგული შესაძლებლობა, რომელიც შეაფერხებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლას

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ევროკავშირის მედიაციით ჩატარებულ და ჩავარდნილ მოლაპარაკებას გამოეხმაურა.

როგორც საელჩოს Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი, ეს არის დაკარგული შესაძლებლობა, რომელიც შეაფერხებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლას.

„ძალიან ვწუხვართ, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა ევროკავშირის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებისას. ეს არის დაკარგული შესაძლებლობა, რომელიც შეაფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლას. ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, მიღწეული იყოს პროგრესი სასამართლო და საარჩევნო რეფორმის მიმართულებით, ასევე, მოხდეს დიალოგის გაგრძელება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები