“დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების მიმართ კრიტიკით სავსე შეფასებები მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია” – გრიგოლ გეგელია შალვა ნათელაშვილზე

“ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილია ჩვენი უახლოესი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების მიმართ არანორმატიული ლექსიკა თუ ჭარბი კრიტიკით სავსე შეფასებები”, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გრიგოლ გეგელიამ შალვა ნათელაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორებისადმი კრიტიკულობა გონივრულ ზღვარს არ უნდა სცდებოდეს.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს ადამიანები აკეთებენ იმას, რაც ინსტიტუციურად ევალებათ, რაც არის მუდამ როგორც ევროპული კავშირის, ასევე, საქართველოს დემოკრატიის საბრძოლო წესებში, ამიტომ, არ მივიჩნევთ, რომ მათდამი კრიტიკულობა უნდა სცდებოდეს გონივრულ ზღვარს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს აკრიტიკებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები