ლევან იოსელიანი: ვინც დანიელსონის დადებული დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს იტყვის, ის საკუთარი პარტიული ინტერესის ტყვეობაში დარჩება 

“ველოდები, რომ თუ ყველა არა, ნაწილი მაინც ხელს მოაწერს შეთანხმებას და მათ პარლამენტში ვიხილავთ”, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანი იმედოვნებს, რომ დოკუმენტს ხელს „ქართული ოცნებაც“ მოაწერს.

დანიელსონმა თქვა, რომ დადებს დოკუმენტს, რომელიც იქნება ევროკავშირის პოზიცია, როგორ ხედავს კრიზისის გადაჭრას. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, ვინ მოაწერს ხელს და ვინ – არა. ვინც დანიელსონის დადებული დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს იტყვის, ის საკუთარი პარტიული ინტერესის ტყვეობაში დარჩება და უარს იტყვის, ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯის გადადგმაზე. მგონია, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან პოლიტიკური პარტიები, ვინც დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამიტომ ველოდები, რომ თუ ყველა არა, ნაწილი მაინც ხელს მოაწერს და მათ პარლამენტში ვიხილავთ. იმედი მაქვს, ხელს „ქართული ოცნებაც” მოაწერს”, – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები