ნათელაშვილის მიმართვა ჯორჯ კენტს: თქვენ საჩუქარი გაუკეთეთ ივანიშვილს, როდესაც გამოაცხადეთ ის პრო-დასავლური კურსის მიმდევრად

თქვენს მიერ სენატში, საქართველოს რუსი დიქტატორ-ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მმართველი პარტიის გათეთრების მცდელობამ საქართველოში გამოიწვია შოკი – ამ სიტყვებით მიმართავს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს.

​ნათელაშვილის განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

თქვენს მიერ სენატში საქართველოს საკითხებისადმი მიძღვნილ სხდომაზე საქართველოს რუსი დიქტატორ-ოლიგარქის, პუტინის გარემოცვის წევრ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მმართველი პარტიის გათეთრების მცდელობამ საქართველოში გამოიწვია შოკი.

თქვენ საჩუქარი გაუკეთეთ ივანიშვილს, როდესაც გამოაცხადეთ ის პრო-დასავლური კურსის მიმდევრად, საქართველოში პუტინის სცენარით ჩატარებული არჩევნები მიიჩნიეთ სამართლიანად, ხოლო პოლიტიკური პატიმრები გამოაცხადეთ კანონის დამრღვევებად.

როგორაა პრო-დასავლელი რუსული მილიარდების მფლობელი, „გაზპრომის“ აქციონერი, საბჭოთა, შემდგომ რუსული იარაღის ცნობილი კონტრაბანდისტი აზია, აფრიკის ქვეყნებში. მარტო ანგოლაში შეტანილი მილიარდობით რუსული იარაღი რად ღირს?! რამაც მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
სადაური პრო-დასავლელია ლიდერი, რომელმაც პირდაპირ მოსკოვის დავალებით ჩაშალა შავ ზღვაზე ღრმა წყლოვანი პორტის ანაკლიის მშენებლობა ამერიკული ინვესტიციებით

თქვენი განცხადება ოპოზიციური პარტიის ლიდერზე ნიკა მელიაზე, რომელიც დააპატიმრეს ანტი-რუსული, ანტი-საოკუპაციო აქციაზე აქტიურობისათვის, რომ თითქოს მან მოიხსნა ელქტო- სამაჯური, მოწყვეტილია ობიექტურობას და რეჟიმის წაქეზებაა პირდაპირ, რათა მან განაგრძოს რეპრესიები რომლის მსხვერპლი უკვე გახდა არაერთი პოლიტიკოსი და აქტივისტი.

ამჯერად, დაუყოვნებლივ და გადაუდებლადაა საჭირო უმკაცრესი ფინანსური სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ, რასაც მოჰყვება ახალი დემოკრატიული არჩევნები.

აი, ეს იქნება თქვენგან ქართველი ხალხის გვერდით დგომა”, – ნათქვამია ნათელაშვილის მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები