სალომე ზურაბიშვილმა და კრისტიან დანიელსონმა მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, მხარეებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.
მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და შემდგომში პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ევროკავშირის აქტიური ჩართულობა.