კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს და მას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებიან.
„შეგვატყობინეს, რომ დანიელსონთანაა დღეს შეხვედრა, აინტერესებს ჩვენი მოსაზრება მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა გავატაროთ ის სისტემური რეფორმები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ერთი პარტიის მმართველობას. რიგგარეშე არჩევნები არის პოლიტიკური თემა და პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანი“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.