კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს ხვდება.

შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. როგორც კრისტიან დანიელსონმა მედიასთან განაცხადა, ახლა კომპრომისის დროა, კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი ძლიერების გამოვლინებაა.

როგორც ცნობილია, დანიელსონი მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები