დანიელსონი: ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ველი თანამშრომლობას პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, რათა დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას და დაასრულონ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველოში  ჩამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა კომპრომისის დროა.

“ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი არის ძლიერების გამოვლინება, კომპრომისი აჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა“,- განაცხადა დანიელსონმა.

როგორც მან აღნიშნა, ის საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები