“დღეს რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან არის, ეს იმის შედეგია, რომ ჩვენ მათ მანდატები არ შევუწყვიტეთ” – სოზარ სუბარი

„დღეს რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან არის, ეს იმის შედეგია, რომ ჩვენ მათ მანდატები არ შევუწყვიტეთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ვისაც თავისი ამომრჩევლის მიმართ პატივისცემა აქვს, პარლამენტში შევიდეს და ვისაც არ აქვს, ალბათ, საბოლოოდ მაინც შეუწყდება მანდატები.

მისივე შეფასებით, თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, ამით ყველაზე მეტად ოპოზიცია დაზიანდება, რადგან ოპოზიციური ველი მოსუფთავდება და პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს არის ოპოზიციაში, ამ ოპოზიციის დიდი ნაწილის გაქრობაში გადაიზრდება.

„ჩვენ ხომ „ბაბლში“ ვცხოვრობთ – პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ვეღარ გავდივართ ამ ბაბლიდან და გვინდა, რომ ქვეყანაც ამაში  ვაცხოვროთ. ქვეყანაში სხვა პრობლემებია“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები