ლევან იოსელიანი საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი საქართველოში სომხეთის ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ელჩისგან მოისმინეს ინფორმაცია სომხეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის თაობაზე.
„ჩვენ, ჩვენი მხრივ, მივაწოდეთ ინფორმაცია კრიზისის განმუხტვის ჩვენეულ გზებზე. სტუმარს ასევე აინტერესებდა ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, რაზეც მას ამომწურავად ვესაუბრეთ. შეხვედრის თემა ასევე იყო საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობის მნიშვნელობა რეგიონულ კონტექსტში. ასევე, ვისაუბრეთ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ და მინდინარე პროექტებსა და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც ამ თვალსაზრისით იდგმება”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იოსელიანმა.
შეხვედრაში მონაწილეობდა პარტია „მოქალაქეების” წარმომადგენელი, დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი.