რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ავტოკეფალიის აღდგენას დღესასწაულობს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს.

“1801 წელს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტით, გაუქმდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მოგვიანებით კი, 1811 წელს ეკლესიის ავტოკეფალიაც და იგი რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. ქართველი საზოგადო და რელიგიური მოღვაწეების ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისათვის წარმატებით დასრულდა და, 106-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეკლესიის პატრიარქი დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, კირიონ II გახდა.

1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დიდი მცდელობით, მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს დღესასწაულს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, რადგან ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები